Tuesday, May 8, 2012

prezentacia

ჩვენი კუთხის ისტორია ”ჭეხილის ციხე”


1)პროექტის სახელი
ჩვენი კუთხის ისტორია ”ჭეხილის ციხე”
2)პროექტის მიზანი
პროექტის მიზანია მოსწავლეებმა შეიტყონ მეტი ინფორმაცია მათი კუთხის ისტორიული ძეგლების სესახებ,რათა დაიცვან და მოუარონ მათ
3)სამუშაო ენა
ქართული
4)მიზნობრივი ჯგუფი
IV კლასი  
5)სასწავლო პროექტის ამოცანა
·         მოსწავლეების მოტივაცია,ისტორიულ ძეგლზე ექსკურსია,ყურადღების კონცენტრაცია.
·         საპროექტო ჯგუფების ჩამოყალიბება
·         პროექტის გეგმის შემუშავება ჯგუფებში
·         სამუშაო ვადების დადგენა
·         პრეზენტაცია
·         შეფასება

6)პროექტის ხანგრძლივობა
8 დღე
7)კავშირი საგნებთან
·         ქართული
·         ხელოვნება
·         ისტორია
·         ბუნება
8)სასწავლო პროექტის მნიშვნელობა,აქტუალობა
 ეს პროექტი ორიენტირებულია მოსწავლეებზე, მათი სწავლის მოტივაციის გაღვივებაზე.იგი მოსწავლეებს ჩამოუყალიბებს :
·         დამოუკიდებელი კვლევის
·         თანამშრომლობის
·         კომუნიკაბელობის
·         წყვილებში მუშაობის
·         ჯგუფური მუშაობის
·         შმოქმედებითი აზროვნების
·         დაკვირვების
·         დაგეგმვის
·         მონაცემთა შეგროვება-ანალიზის
·         კვლევის შედეგების პრეზენტაციის
 უნარ-ჩვევებს

9)რა შედეგამდე მიგვიყვანს სასწავლო პროექტი
მოსწავლეები შეისწავლიან ისტორიული ძეგლების მნიშვნელობას,აქტიურ მონაწილეებას მიიღებენ ისტორიის გამოკვლევაში,გააკეთებენ ნახატებს,გადაიღებენ სურათებს და შექმნიან მაკეტს.
10)სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
·         ეროვნული სასწავლო გეგმა
·         საქართველოს ისტორიის ნარკვევებიდან მოძიებული მასალა
·         ინტერნეტი( Wikipedia.org  და  google.ge)
·         ხალხში შემორჩენილი ლეგენდები,თქმულებები,ლექსები თაბახის ფურცლები
·         ფერადი ფანქრები
·         ფოტოაპარატი
·         პასტელები
·         კენჭები,ქვიშა,ცემენტი(მაკეტისათვის)
·         პლასტელინი
·         საკვები




11)პროექტის განხორციელება
I დღე: მინი ლექცია.მოსწავლეებს ვაჩვენებ რუკას რომელზეც ჩვენი კუთხის ისტორიული ძეგლებია აღნიშნული(ჩვენ უკვე მოვლილი გვაქვს უჯარმისა და ბოჭორმის ციხეები) და ვაჩვენებ ადგილს სადაც ჩვენი ლაშქრობა უნდა განხორციელდეს.
II დღე: ბავშვები მოისმენენ თამარ მეფის დროს დაარსებული და აღორძინებული ციხეების ისტორიას,სათანადოდ შეაფასებენ მოსმენილ გაკვეთილს და მის ირგვლივ გაიმართება დისკუსია.
III დღე: მოსწავლეები მშობლებთან ერთად გაესაუბრებიან სოფლის უხუცეს ადამიანებს,მოისმენენ მათგან ისტორიული ძეგლის დაარსების შესახებ ინფორმაცია და ჩაწერენ მოკლე ინტერვიუებს(დაიწყო  მაკეტის კეთება ერთერთი ჯგუფის მიერ).
IV  დღე:მეოთხე დღეს მოხდება საწავლო შემოქმედებითი ლაშქრობა ჭეხილის ციხეზე.მეოთხე კლასის მოსწავლეებთან ერთად ლაშქრობაში მონაწილეობას მიიღებენ მეხუთე კლასელები,კლასის დამრიგებლები და მშობლები(მიმდინარეობს მაკეტის კეთება).
V დღე:მოხდება გადაღებული ფოტოსურათების  და ბავშვების მიერ გაკეთბული ნახატების პრეზენტაცია.
VI დღე : მაკეტის დასრულება.
VII  დღე:სლაიდ შოუს შექმნა მოპოვებული სურათებით პრეზენტაციისთვის და მასალების შეჯამება.
VIII დღე: მოხდება პროექტის პრეზენტაცია-შეფასება,თითოეული მოსწავლე წარმოადგენს თავისი დაკვირვების ობიექტს,თან დაურთავენ ისტორიული ძეგლის სურათებს,წარმოადგენენ ინტერვიუებს და შექმნიან კედლის გაზეთს,ბოლოს მოხდება სეფასება.